logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გოგა ხაინდრავას ფილმი მახსოვრობას აღგვიდგენს
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:56



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გოგა ხაინდრავას ფილმი „ჰეროკრატია" წინასაარჩევნოდ საზოგადოებას მახსოვრობას აღუდგენს, რათა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს.



იმას, რომ ფილმი ახლა გამოვიდა, ორი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი არის ის, რომ დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას, 24-სერიანი ფილმია, მასშტაბური ფილმია  და ასე დაემთხვა, თორემ შეიძლებოდა, უფრო ადრეც ჩვენება. ის, რომ ახლაა, მე ვფიქრობ, რომ კარგია. უფრო ადრე რომ დასრულებულიყოშეიძლება უკეთესი ყოფილიყო. არჩევნების ჩატარებაში მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.



ივანიშვილის თქმით, ფილმის გადაღება მისი იდეა იყო. 



ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი 2-2,5 წლის წინ დაიწყო. „9+1" ჩემი მოგონილი იყო და ხაინდრავამ სხვა სათაური გაუკეთა -„ჰეროკრატია". თვითონ არის ავტორი და ნორმალურია. შემეკითხა და, როგორც გნებავს-თქო, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო და არც არის",- აღნიშნა ივანიშვილმა.



მისივე განცხადებით, ფილმის ჩვენება ქუჩაში აქციებსა და არეულობას არ  გამოიწვევს, რადგან „ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა, ჭყინტი ერი".



ჩემთან ასეთი შეკითხვებიც იყო, ხომ არ გამოიწვევს ეს ქუჩაში აქციებს, ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ჭყინტი ერი და არავითარი ქუჩის აქციები არ იქნება. არაფერი ქუჩაში არ მომხდარა დღემდე, მიუხედავად იმ აგრესიისა, რაც მათ დაუტოვეს საზოგადოებას. ასე იქნება ახლაც. სახიფათო მათი მმართველობის დროს დაჩაგრული საზოგადოება კი არ არის, ისევ თვითონ არიანნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან სახიფათონი დღეს, რამეთუ ეს წლები, 4 წლის განმავლობაში, სულ ძალაზე იყვნენ მომართული, გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას, 2013 წელს უკვე, შიგნით გუნდიდან ინფორმაციებიც ვიცით, ისედაც ჩანდა, გახსოვთ პირველი დემონსტრაციები, მიტინგების აგორება, - უნიათო ხელისუფლება უნდა გავუშვათ, გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადაქონდათ. აი, ახლა არ გამოგვივიდა, მაგრამ შემოდგომაზე მოვახდენთ რევოლუციას და გავუშვებთ, შემოდგომიდან ისევ გაზაფხულზე და ასე მოვიყვანეთ დღემდე და ხლა აქვთ ბოლო გაბრძოლება",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner