logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები, ხოლო ტრამპის შემთხვევაში - გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე
- +

3 აგვისტო. 2023. 16:57

 

 

„ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ტრამპისგან განსხვავებით, გამოძიებას ISFED-სთვის ბრალის დასამტკიცებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, რადგან ხელთ აქვს მტკიცებულება აღიარების სახით.

 

„ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში დასამტკიცებელია, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში - საჯარო აღიარების შედეგად უკვე დამტკიცებულია.

 

ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა. ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები, და ინფორმაციაა დამალული, ხოლო ტრამპის შემთხვევაში - ჯერჯერობით გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე და მტკიცებულებები არის მოსაპოვებელი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner