logo_geo
eng_logo
შსს-ის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 40 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია
- +

3 აგვისტო. 2023. 19:44

სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 40 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია. მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი უკვე შოვში სტიქიის ადგილზე იმყოფება, მეორე ვერტმფრენი კი გზაშია და სამაშველო ოპერაციაში უახლოეს ხანში ჩაერთვება. ადგილზე იმყოფება ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორი თემურ მღებრიშვილი.

ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.

სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად სასტუმროს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. შემთხვევის დროს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 12 ბავშვია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner