აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიგერის არჩეული პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ქვეყნის დემოკრატიის აღდგენა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„მოვუწოდებ [სამხედრო ხუნტას], პრეზიდენტი ბაზუმი და მისი ოჯახი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და შენარჩუნდეს ნიგერის რთულად მოპოვებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
„ამ კრიტიკულ მომენტში, შეერთებული შტატები ნიგერის ხალხის გვერდით დგას და პატივს სცემს ჩვენს პარტნიორობას, რომელიც საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და სამოქალაქო მმართველობის მხარდაჭერას ეფუძნება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.