საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტურნირის ჩემპიონი საბა ფურცელაძე გახდა, ვერცხლის მედალი საბა სურმანიძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი კობა ქარუმიძე გახდა.
საქართველოს ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.