logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თუ ვინმეს აინტერესებს „რუსთავი 2“-ის ისე შენარჩუნება, როგორც არის დღეს, ეს არის პირველ რიგში მთავრობა
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:57



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს „რუსთავი 2"-ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ზოგჯერ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" უფრო კრიტიკულია მთავრობისადმი, ვიდრე „რუსთავი 2".



ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიასივრცე იქნას უზრუნველყოფილი. ყველას შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება მედიაგარემოში, რაც იყო წლების წინ და ახლა. გასულ წელს ჩვენ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე და დღეს 10 დღეც არ სჭირდება ახალი არხის გახსნას. „რუსთავი 2"-ის საქმეს რაც შეეხება, მას გააჩნია ორი განზომილება. პირველი - მფლობელობის და ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში და მეორე განზომილება არის მედიის თავისუფლება. მე ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე ამ არხის მიმართ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს. შევთავაზეთ ასევე მედიასაბჭოს შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მიზანი, რომ ჩავერიოთ სარედაქციო პოლიტიკაში. თუ ვინმეს აინტერესებსრუსთავი 2"-ის შენარჩუნება ისე, როგორც ის არის დღეს, ეს არის პირველ რიგში მთავრობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner