logo_geo
eng_logo
ონის მუნიციპალიტეტის მერი: სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

3 აგვისტო. 2023. 21:08

"რა თქმა უნდა, სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს," - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგო ხიდეშელმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში დიდი მასაა ჩამოწოლილი, თუმცა ამ ეტაპისთვის ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ადგილზე იმყოფება და სამაშველო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ადგილზე იმყოფება, მათ შორის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. ასევე ადგილზე იმყოფება მაჟორიტარი დეპუტატი, მხარის რწმუნებული. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ჩართული არიან ვერტმფრენები, რომლებსაც უსაფრთხო ტერიტორიაზე გადმოჰყავთ ადამიანები უშუალოდ იმ ლოკაციიდან, სადაც მოხდა სტიქია. შემდეგ მოქალაქეების გადანაწილება ხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სასტუმროში. რა თქმა უნდა, სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა მერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner