logo_geo
eng_logo
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გამორიცხა უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების მიწოდება
- +

4 აგვისტო. 2023. 01:10

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გამორიცხა უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების მიწოდება და აღნიშნა, რომ ეს არ არის ახლა მთავარი პრიორიტეტი. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guiardian-ი ავრცელებს.

მაისის ბოლოს უკრაინამ გერმანიას Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების მანძილი 500 კილომეტრს აღემატება, თუმცა გერმანიის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ეს მოთხოვნა.

ჩვენ კვლავ მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამჟამად. არც ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები აწვდიან [უკრაინას] საკრუიზო რაკეტებს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

პისტორიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია წამყვან როლს თამაშობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner