ბენ კარსონმა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საბინაო და ურბანული განვითარების მდივნის თანამდებობას იკავებდა, განაცხადა, რომ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტის პირობებში აშშ ტოტალიტარული ქვეყანა ხდება.
„სად მივდივართ? რა ბედი ეწევა შენს შვილებსა და შვილიშვილებს? რა გარემოში გაიზრდებიან, თუ ჩვენ გვექნება სიტუაცია, როდესაც იუსტიციის დეპარტამენტს ჩვენი პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად ვიყენებთ?“ - აღნიშნა ბენ კარსონმა.
„რა მოხდება მაშინ, როდესაც იქამდე მივალთ, როდესაც ვიტყვით, რომ რაღაც [აზრის] გამოხატვა არ შეგიძლიათ და თუ გამოხატავთ, თქვენ დაექვემდებარებით დევნას? ასე ხდება ტოტალიტარულ საზოგადოებებში. ეს არის ის, რაც ჩვენ ვხდებით“, - დასძინა მან.
ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.