logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი რუსეთს: კმარა შავი ზღვის შანტაჟის საშუალებად გამოყენება
- +

4 აგვისტო. 2023. 01:33

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს წევრებმა რუსეთს უნდა უთხრან, რომ კმარა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ამ საბჭოს [გაეროს უშიშროების საბჭო] ყველა წევრმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს: კმარა! კმარა შავი ზღვის შანტაჟის საშუალებად გამოყენება. კმარა მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ბერკეტად გამოყენება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურაზე აჩვენა, რომ რუსეთის განზრახვაა, შექმნას გლობალური კატასტროფა, სურსათის ბაზრებზე, ფასებსა და მიწოდებაში კრიზისით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner