"ბრალდებები, თითქოს შეცდომა PVT-ში მიზანმიმართულად იყო, არის 100% მცდარი, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების დისკრედიტაციის მცდელობას," - ამის შესახებ USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ხმების პარალელური დათვლა არჩევნების შედეგების შემოწმების საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდია, რომელსაც ISFED-ი და საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში 2003 წლიდან იყენებენ. ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ შეცდომა დადასტურებისთანავე იქნა აღიარებული და ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობა. ბრალდებები, თითქოს შეცდომა PVT-ში მიზანმიმართულად იყო არის 100% მცდარი, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების დისკრედიტაციის მცდელობას. ISFED-მა, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ მიიღო მაკორექტირებელი ზომები და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის PVT წარმატებით ჩაატარა. სამოქალაქო საზოგადოება, არჩევნებზე დაკვირვება და დამოუკიდებელი მედია თანამედროვე დემოკრატიის განუყოფელი კომპონენტებია!“, - აღნიშნულია USAID-ის განცხადებაში.