საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალის შესახებ საქართველოში ინფორმაცია გაზვიადებულია.
„პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალაუფლება და ძალა საქართველოში გადაჭარბებულია. არ მგონია, რომ პრორუსული განწყობები საკმარისად მატერიალიზებულია იმისთვის, რომ სერიოზული ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს განვითარების ტენდენციებზე. მაგრამ ჩვენ არ უნდა უკუვაგდოთ რუსული პროპაგანდის ფაქტორი და კომუნიკაციების კომპანიაში გავითვალისწინოთ ეს, მაგრამ ასევე არ უნდა გავაზვიადოთ ის პოტენციალი, რაც დაკავშირებულია პრორუსულ ძალებთან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.