მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს. ეს ინფორმაცია „იმედინიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. ცხედრები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მიწის მასაში ნახეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრების ამოყვანის ოპერაცია.
ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. ადგილზე 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული და 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.