logo_geo
eng_logo
დაკარგული ოჯახის წარმომადგენელი: ჩემი მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ სასტუმროში, არც ერთთან კავშირი არ გვაქვს
- +

3 აგვისტო. 2023. 23:45

ჩემი მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ სასტუმროში. არც ერთთან კავშირი არ გვაქვს, - ამის შესახებ შოვში დაკარგული ოჯახის წევრმა განაცხადა.

„ჩემი მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმროში, კოტეჯებში. მათ გარდა კიდევ იყო ხალხი, დედა, ძიძა და დამსვენებლები. არავისთან კავშირი არ გვაქვს. სადღაც 11-12 საათზე ვთხოვე ბავშვების ვიდეოს გამოგზავნა და გამომიგზავნა. მარტო ეს ვიდეო დამრჩება, ალბათ“, - აღნიშნა დაკარგულების ოჯახის წევრმა.

ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს.

ადგილზე 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული და 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner