logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში გაემგზავრა
- +

4 აგვისტო. 2023. 09:00

 

 

​საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ადასტურებს.

 

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. დილიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა განახლდა.

 

ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს.

 

ადგილზე 400 მეხანძრე მაშველი მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული და 152 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე იყო გადაყვანილი. 50 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner