საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „იანდექს ტაქსის" საქართველოში ოპერირების კანონიერებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველადი მოკვლევა ჩატარებულია.
„ხელთ მაქვს უკვე პირველადი მოკვლევის საბუთები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიძლება გაკეთებულიყო. არის გასაკეთებელი მოკვლევა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საბოლოო დასკვნის გაკეთება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.