„ვცდილობთ მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. შესულია ტექნიკა. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს და ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში არ მოხდეს დაზიანება“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ორი ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებენ და ძებნა-შველის ღონისძიებები გრძელდება.
„ვცდილობთ მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. შესულია ტექნიკა. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს და ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში არ მოხდეს დაზიანება. გარდა ამისა მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამის შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, 06:30 საათიდან ვერტმფრენებით დაიწყეს იმ ადამიანების გამოყვანა ეპიცენტრიდან, რომელიც მათ გუშინ უსაფრთხო ადგილებში ჰყავდათ მობილიზებული.
„დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი. ეპიცენტრში ყველგან შესული ვართ, გარდა რამდენიმე ლოკაციისა. სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად, იქ აღარაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და შესაბამისად, ელემენტარულად, ჩვენი მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ ხდება ახლა გზის გაჭრა და ტექნიკის შეყვანა, რათა იქამდე მივიდეთ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.