“სრულიად გაოგნებული ვარ ‘ნაცმოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მიერ, ამ წარმოუდგენელი სტიქიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების მცდელობის შემყურე”, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი facebook - ზე.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თითქოს ვიცით, რომ უსამშობლო არარაობები არიან, მაგრამ მსგავსი ტრაგედიების დროს, მათგანაც კი ველით თითქოს ადამიანობას.
„სრულიად გაოგნებული ვარ ნაცმოძრაობის და მათი პროპაგანდისტების მიერ, ამ წარმოუდგენელი სტიქიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების მცდელობის შემყურე. თითქოს ვიცით, რომ უსამშობლო არარაობები არიან, მაგრამ მსგავსი ტრაგედიების დროს, მათგანაც კი ველით თითქოს ადამიანობას, მაგრამ არა...
ამ დროს ვერ ვხვდები - უნდა გავბრაზდე თუ უბრალოდ უნდა გავატარო ამ უსამშობლოების სვავობა?“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.