logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: დილიდან გეოლოგებმა ტერიტორია დაათვალიერეს, ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს
- +

4 აგვისტო. 2023. 12:05

 

 

დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, რაჭაში ტერიტორია დაათვალიერეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რაჭაში, სტიქიური უბედურება რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია.

 

სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო რაოდენობის მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა - უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარების დნობა და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც არის ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა. დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასით არის დაფარული. ყველა მოვლენამ ერთობლივად, ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის“, - განაცხადა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მაია ბითაძემ შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, გამოჩნდება და დაუბრუნდება ოჯახს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner