logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა 5 პროცესი ერთმანეთს, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია
- +

4 აგვისტო. 2023. 12:12

 

 

როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე, ეს არ არის აბსტრაქცია და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინცდამაინც კლიმატის ცვლილებას უკავშირებს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას და აყვანილია მთავარ პრიორიტეტში ადამიანის უფლებათა ჭრილში“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ერთმანეთს ხუთი ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რაც ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით იყო გამოწვეული. ბითაძის თქმით, არსებობს გლაციოლოგიური კვლევები, რომლებიც მყინვარების ინტენსიურად დნობას ადასტურებს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება კოტეჯებს, მათზე ნებართვები ძველი გაცემული იყო.

 

ეს ხდება იმიტომ, რომ მოვლენები, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, იწვევს ეროზიულ პროცესებს, კლიმატის ცვლილებას, დათბობას, მეტ ნალექს, ქარებს და ა.შ. - ბუნება შეიცვალა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. კოტეჯები, რომელიც იქ არის, ჯერ კიდევ აშენებულია კომუნისტების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით იყო მეწყრული ზონა, მაგრამ ის რომ 5 ბუნებრივი მოვლენა ერთად ამოქმედდებოდა, გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან. ყველა დერეგულაციის ფაქტორის მიუხედავად, გლაციოლოგიური კვლევები მოგვეპოვება, რომელიც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად დნება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს მგონი ოპოზიციისთვისაც ცნობილია. ასე რომ ეს პროცესები ერთმანეთს დაემთხვა, კოტეჯებზე ნებართვები იყო ძველი გაცემული და როგორც გითხარით, სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა 5 პროცესი, ამის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ბითაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა გეოლოგიური რუკების შესახებ, რომელიც ყველა სამშენებლო ნებართვისთვის იურიდიულად სავალდებულო იქნება, თუმცა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სადაც უკვე არსებობს მსგავსი რუკები, მშენებლობის ნებართვას ან კონსტრუქციის აშენებას, ისედაც ედება საფუძვლად.

 

გეოლოგიური რუკები რომლებიც სახელმწიფოში მომზადებულია და განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მზადდება ინტენსიური დაკვირვების შედეგად, ვაპირებთ, რომ იურიდიულად სავალდებულოდ, საფუძვლად დავუდოთ ყველა სამშენებლო ნებართვას. მიუხედავად იმისა, რომ იქ სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობის ნებართვას ან რაიმე კონსტრუქციულ მშენებლობას“, - განაცხადა ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner