შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, რაჭაში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომას ესწრება.
შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა.