logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები, ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს. საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს.
- +

4 აგვისტო. 2023. 13:37

 

 

,,განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ.

 

დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას.

 

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას.

 

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა”, რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

 

ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს. საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს” - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner