,,განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ.
დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას.
იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა”, რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო.
ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს. საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს” - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.