logo_geo
eng_logo
პრემიერი: ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება
- +

4 აგვისტო. 2023. 14:23

 

 

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი“, - აცხადებს პრემიერი.

 

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner