logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ
- +

4 აგვისტო. 2023. 14:26

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და რა თქმა უნდა, მთელი ერი არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner