logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში ყველა გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის
- +

4 აგვისტო. 2023. 14:28

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება, აცხადებს, რომ ამ მძიმე დროს ყველა უნდა გაერთიანდეს.

 

არ მინდა სხვა თემებზე კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კომპეტენტურ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია და ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ ყველა გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner