logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე უვნებლად იყო გამოყვანილი
- +

4 აგვისტო. 2023. 14:44

 

 

არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე უვნებლად იყო გამოყვანილი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სტიქიის ზონაში დაუყოვნებლივ გაიგზავნა 400-ზე მეტი მაშველი.

 

მე მოვისმინე ინფორმაცია ოპერატიული შტაბისგან, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან. დაუყოვნებლივ გამოიგზავნა 400-ზე მეტი მაშველი და მათ დაიწყეს მუშაობა. 210 ჩვენი მოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან. მანამდეც, ღამე ჩვენს პოლიციას, სამაშველო სამსახურს ადგილზე მაქსიმალური მობილიზება ჰქონდა ადგილზე. არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე უვნებლად იყო გამოყვანილი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner