logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის“ გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის
- +

6 სექტემბერი. 2016. 15:09



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე კომპანია „გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი არის კომპანია „სოკარი".

მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებული და კარგი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან, მათ შორის ენერგოსექტორში.



არსებობს სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, რომელიც კიდევ უფრო ფართოვდება და 2018 წლიდან დამატებითი სიმძლავრეები იქნება მოწოდებული. საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი არის კომპანიასოკარი", რომელიც აზერბაიჯანის მთავრობის მფლობელობაშია. გარდა ამისა, არსებობს გაზსადენი, რომლითაც სომხეთს რუსეთიდან მიეწოდება გაზი და საქართველო იღებს გატარებული გაზის 10%-, როგორც ტრანზიტის მოსაკრებელს. თუმცა საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი არის აზერბაიჯანი", - განაცხადა პრემიერმა.


გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით. დაგეგმილია ჰესების მშენებლობა. მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია მიაღწიოს სტაბილურ ენერგეტიკულ ბალანსს, რაც აუცილებელია სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის.



ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ამ ურთიერთობას. არ არსებობს სპეკულირების საფუძველიგაზპრომთან" ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგან გვაქვს კარგი ურთიერთობებისოკართან". ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის" გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner