logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ყველა გადაუდებელი ამოცანა, რაც იყო შესასრულებელი გუშინ, სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს
- +

4 აგვისტო. 2023. 16:06

 

 

ყველა გადაუდებელი ამოცანა, რაც იყო შესასრულებელი გუშინ, სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამაშველო ვერტმფრენების შეძენის საკითხზე სპეკულირება არ შეიძლება.

 

ვინაიდან ღამის გამო ფრენები არ ხორციელდება, ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ იმ ტერიტორიაზე და ვიცით, რომ დილიდანვე განხორციელდა მათი გადმოყვანა. ამიტომ, არ არსებობდა გუშინ რაიმე სამაშველო ღონისძიება, რომლის ჩატარებაც ვერ შეძლეს ჩვენმა სამაშველო სამსახურებმა. ეს არის მთავარი. რაც შეეხება ვერტმფრენებს, ხელშეკრულება დადებულია, შეძენილია და მოხდება მათი მოწოდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, 30 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner