logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ვერტმფრენებმა რეაგირება და სამაშველო ოპერაციაში ჩართვა პრაქტიკულად, პირველი შესაძლებლობისთანავე დაიწყეს
- +

4 აგვისტო. 2023. 16:59

 

 

ამინდის მიუხედავად, ვერტმფრენებმა სამაშველო ოპერაციები რისკის ფასად განახორციელეს“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს ონის მუნიციპალიტეტში განუცხადა.

 

იგი სტიქიის ადგილზე იმყოფება და ვერტმფრენების გამოყენებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

ვერტმფრენებმა რეაგირება და სამაშველო ოპერაციაში ჩართულობა პრაქტიკულად, პირველი შესაძლებლობისთანავე დაიწყეს, როგორც კი შესაბამის ცენტრში სტიქიური უბედურების შესახებ შეტყობინება შევიდა. რამდენიმე წუთში მოხდა სამაშველო სამსახურების გამომგზავრება ადგილზე. შესაბამისად, ასევე უახლოეს წუთებში განხორციელდა ვერტმფრენის მომზადება ფრენისა და სამაშველო ოპერაციებისთვის. ამინდის მიუხედავად, ჩვენი მამაცი პილოტებისა და მაშველების რისკის ფასად, ვერტმფრენებმა სამაშველო ოპერაციები განახორციელეს“, - განაცხადა ბერაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner