logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი თაკო ჩარკვიანზე: ხალხია დაღუპული, ადამიანებს ეძებენ, უამრავი ჭირისუფალია - ადამიანებს იმის შეგრძნება მაინც უნდა ჰქონდეთ, სად, როდის, რა ისაუბრონ
- +

4 აგვისტო. 2023. 17:22

 

 

არის იმის ადგილი, რომ ჩვენ ქალბატონი ჩარკვიანის განცხადებებზე ვისაუბროთ? - ხალხია დაღუპული, ადამიანებს ეძებენ, უამრავი ჭირისუფალია, რომელსაც შვილი არ უნახავს, მეუღლე არ უნახავს, მშობელი არ უნახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა, თაკო ჩარკვიანის მიერ, შოვში დატრიალებული ტრაგედიის პარალელურად, პარლამენტის წინ აქციის ჩატარების ინიციატივის შეფასებისას.

 

ცაგარეიშვილის თქმით, არსებული ვითარების ფონზე, პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის და კონკრეტულ ადამიანებს იმის შეგრძნება აქვთ დაკარგული, თუ როდის რა უნდა თქვან.

 

რა დროს პოლიტიკაზე საუბარია, არც მინდა ამაზე საუბარი, არ არის ამის დრო. ადამიანებს იმის შეგრძნება მაინც უნდა ჰქონდეთ, სად, როდის, რა ისაუბრონ. დაკარგული აქვთ ეს შეგრძნებები და არამხოლოდ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner