ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ახლა, როცა მთელი საქართველო ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაშველები, ჯარისკაცები ნამდვილი გმირები არიან, როცა სიტყვებსაც არ ძალუძთ მწუხარების გამოხატვა, ეს და მისი მსგავსი ნაძირლები მსგავსი სიბინძურეებისთვის იცლიან!
არადა, ეს ვანოს მონა ოქრიაშვილიც მამასისხლად რომ ჰყიდის ხალხზე წამლებს და ამით ითბობს ხელს, ამაზე აღარ მინდა საუბარი...
ერთში ვეთანხმები: ნამდვილად უნდა აღიძრას საქმე მსგავსი ბოდვების აღსაკვეთათ და მსგავსი ცილისწამებისთვის უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ამ და მისმა მსგავსმა სისხლისმსმელებმა!
კახი კალაძის ბოღმა ახრჩობთ და დღემდე ვერ მოუნელებიათ გალამაზებული თბილისი და პირში პირდაპირ და არაერთხელ მიხლილი სიმართლე!
ირაკლი ღარიბაშვილის ბოღმა ახრჩობთ, ვერ მოუნელებიათ პრემიერის სწორი პოლიტიკის შედეგები და დღე არ გავა, სიბინძურე რომ არ ანთხიონ!
ირაკლი კობახიძის ბოღმა ახრჩობთ, ვერ მოუნელებიათ მისი სამართლიანი გამოსვლები და გადაცემა არ გავა ე.წ. ტელევიზიების ეთერში, კბილი რომ არ გაჰკრან...
ხვალ არც ის გაგიკვირდეთ, ამ უდღეურებმა ბიძინა ივანიშვილს გადააბრალონ შოვის ტრაგედია და ისევ ქულების დაგროვებაზე გააკეთონ სწორება...
არადა, ზიზღს აგროვებენ ხალხში და ვერც ხვდებიან!
საზოგადოების გულისწყრომას იმკიან და იმდენად დაბრმავებულები არიან ძალაუფლების მოხვეჭის სურვილით, ამასაც ვერ ხედავენ!
ზოგი ტვინნაღრძობი აქციას აანონსებს და ზოგიც ბინძური ცილისწამების გავრცელებით არის დაკავებული, მაშველები კი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაკარგული ადამიანების გადარჩენას ცდილობენ...
გლოვის დღეებია ქვეყანაში და გიულის ჩალაძე ავადმყოფი სააკაშვილის დროს ნატრობს და ადარებს ხელისუფლების ქმედებებს...
ალბათ, დაავიწყდათ ორთაჭალის ტრაგედიის დროს როგორ შოპინგობდა დედას გიჟი მილანის ბრენდულ მაღაზიებში...
ამათთვის ყველა ტრაგედია შოუა!
ამათთვის ყველა ტრაგედია რეიტინგების მთვლელია!
ამათთვის - ე.წ. ჟურნალისტებისათვის და ე.წ. პოლიტიკოსებისთვის, ამ ზნეობადაკარგული ხალხისთვის სხვისი უბედურება დადგმული შოუებისთვის გათვლილი სანახაობაა და შუბლის ძარღვიც აღარ აქვთ, ოდნავ მაინც რომ შეუტოკდეთ...
ზოგმა ისიც იკადრა - ტრაგედიამდე ორი საათით ადრე სასტუმროდან იმიტომ გაიყვანა კალაძემ თავისი ოჯახი, წინასწარ იცოდაო ალბათო...
გული მერევა ასეთ ნაძირლებზე!
ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს კახის ოჯახი!
ოქრიაშვილის და ამ სისხლსმოწყურებული ზონდერების მსგავს ბოდვებს დრო და საზოგადოება სწორ შეფასებას აძლევს ყოველთვის...
უბრალოდ, "არ გასწორდების კუდი ძაღლისაი და არცა კირჩხიბი მართლად ვალსო"...
ღმერთო, აკმარე ტრაგედიები ჩვენს საქართველოს!