logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობ, ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო და უფრო უარესი - ამ სტიქიაზე პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეეცადო
- +

4 აგვისტო. 2023. 18:35

 

 

საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გათქმევინებს. მაგრამ, არა - ეგრეც არ არის. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები - ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს," - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთელი ქვეყანა გლოვობს, თუმცა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არსებულ ვითარებაშიც კი, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

 

მისი თქმით, პოლიტიკის გამო ყველანაირი საზღვრის გადაკვეთა დაუშვებელია.

 

„მთელი საქართველო გლოვობს უმძიმეს ტრაგედიას. საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გათქმევინებს.

 

მაგრამ, არა - ეგრეც არ არის. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები - ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, რომლებმაც შეძლეს, ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვათ. ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობ ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო და, უფრო უარესი, ამ სტიქიაზე პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეეცადო.

 

ხალხო, არის დაუწერელი წესები, რაც უბრალოდ არ უნდა გეშლებოდეს. არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება. სად გაიზარდეთ, ან როგორ გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ?!” - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner