logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კახა ოქრიაშვილი გახლავთ ნაძირალა, რომელიც მზად არის, იკადროს ყველაფერი
- +

4 აგვისტო. 2023. 19:13

კახა ოქრიაშვილი გახლავთ ნაძირალა, რომელიც მზად არის, იკადროს ყველაფერი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ოქრიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს, რომ თუ დადგინდა, რომ თბილისის მერმა სტიქიის ზონიდან ოჯახის გამოყვანისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული ტექნიკა გამოიყენა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

ამჯერად თავს შევიკავებ ოქრიაშვილზე, თუ ვინ არის, რას წარმოადგენს, აღარ გავაგრძელებ საუბარს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის და როგორი ნაძირალაა აღნიშნული პიროვნება“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მისმა სამმა მცირეწლოვანმა შვილმა შოვის სასტუმრო, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში მოექცა, სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, მისი ავტომანქანებით დატოვა.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner