logo_geo
eng_logo
არაბთა გაერთიანებული საამიროები რაჭაში მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოს სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებსარაბთა გაერთიანებული საამიროები რაჭაში მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოს სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებს. „არაბთა გაერთიან
- +

4 აგვისტო. 2023. 20:07

არაბთა გაერთიანებული საამიროები რაჭაში მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოს სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები გულწრფელ სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს რაჭის რეგიონში მეწყერის გამო, რომლის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა და რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს არაბთა გაერთიანებული საამიროების გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას საქართველოს მთავრობისა და მოსახლეობისადმი, ასევე მსხვერპლთა ოჯახებისადმი და ყველა დაშავებულს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner