სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უსამძიმრებს ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
„შოკირებული ვარ სტიქიური უბედურებით, რომელმაც რაჭაში ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა და ნგრევა გამოიწვია. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ასევე პირადად ჩემი სახელით თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსურვებ მხნეობას და სულის სიმტკიცეს, დაშავებულებს კი - სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ რთულ მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას“, - აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის სამძიმრის წერილში.