logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რას გვპირდება „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აღარ მოგვიკლავენ შვილებს? აღარ წაგვართმევენ ბიზნესს?
- +

6 სექტემბერი. 2016. 16:12



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ოზურგეთში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას ძალადობით მართავდა და ამას არც მალავდა.



აბა, ნახეთ და გაიხსენეთ, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის ზურაბ  ჭიაბერაშვილის ნაწერები. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას, სტაბილური ავტოკრატია სჯობს და ამიტომ უმჯობესია, ერთმა კაცმა და ერთმა გარკვეულმა გუნდმა სტაბილურად მართოს ქვეყანა. დაახლოებით ამ იდეოლოგიას ატარებდა. ახლა თუ ამას დავამატებთ სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამს, რომ ხალხს უნდა ეშინოდეს მიშასი და მიშა ისეთია, რომ ხალხს შეეშინდეს, ხოლო დღეს გვეუბნებიან, რომ თვალებში ჩახედავ და აღარ იკადრებს, რასაც კადრულობდაგაუპატიურებები აღარ იქნება? მკვლელობები აღარ იქნება? წამებები აღარ იქნება? რის გარანტიას გვაძლევენ, რას გვიპრდებიან? ის იდეოლოგია, რითაც მოვიდნენ, პრაქტიკულად გახსნილად იყო ძალადობრივი. თუ გავიხსენებთ ამ ორ წერილს, ჭიაბერაშვილის და შემდგომ გამონათქვამებს, ამ ქალბატონის, მათი იდეოლოგია რეალურად იყო ასეთი. ავტოკრატიული სახელმწიფო უნდა აეშენებინათ ერთ პიროვნებაზე, ერთ ავტორიტეტზე მორგებული და ამით ააშენებდნენ დემოკრატიას და გააძლიერებდნენ ეკონომიკას?" - აღნიშნა ივანიშვილმა.



მისივე თქმით, ერთი ჯგუფის მიერ მართული სახელმწიფოს შედეგები კარგად ნახა ქართველმა საზოგადოებამ. 



ვნახეთ, როგორი იყო ელიტური კორუფცია, როგორ ინაწილებდნენ მთელ ბიზნესს, როგორ ჰქონდათ მონოპოლიზებული მთელი მედია, როგორ აწამებდნენ ციხეებში. ისინი არ მალავდნენ, რომ ძალადობა მათი კოზირი იყო. ხალხს აშინებდნენ, თუ ასე არ მოიქცევი, შეხვალ ციხეში და იმ ციხეში სიკვდილი გელოდება. ეს ხმები და ის კადრები არ იყო გამაოგნებელი ქართველი საზოგადოებისთვის. გამაოგნებელი იყო უცხოელებისთვის. ესენი ამას რეკლამას უკეთებდნენ პირდაპირი მნიშვნელობით. ხშირად აბსოლუტურად შეგნებულად, უდანაშაულო ადამიანს იჭერდნენ, რომ მეზობელს დაენახა. აი, შენ თუ არ გაჩუმდები და არ გაჩერდები, სწორედ რომ ეს მოგელის. მახსოვს სვანეთში ვიყავით არჩევნების პროცესში და იქ ერთ-ერთმა თანაგუნდელმა ცოტა უხეშად მიმართა სვანებს და მე დავიცავი. ყველა სახლთან თითქმის სამი მანქანა იდგაო, გამოხვიდოდი და დაგიჭერდნენ, შეშას ვერ გამოიტანდი ტყიდან. შეგნებულად მიდიოდნენ ხალხის დაშინებაზე.

რომელ შეცდომებზე ამბობენ უარს, რომ კლავედნენ, რომ აწამებდნენ, რომ ძარცვავდნენ, მთელს ბიზნეს ინაწილებდნენ? ეს უნდა განმარტონ. გამობრძანდნენ და განმარტონ, რას ნიშნავს, რომ თვალებში ჩახედა და აღარ განმეორდება, რომ აღარ მოგვიკლავენ შვილებს, აღარ წაგვართმევენ ბიზნესს, ამას გვპირდებიან? რა შეცდომებზეა საუბარი. ეს შეცდომა შემოიტანეს ისე ლამაზად, ისე ლაღად, რომ მარჯვნივ კი არ წავიდნენ, ცოტა მარცხნივ შეუხვიეს, თითქოს ასეთი შეცდომა იყო. აი, ეს განმარტონ ძალიან კარგად, რა შეცდომაზე ამბობენ უარს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner