უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მადლობელნი ვართ იმისთვის, რომ ომი აგრესორ სახელმწიფოს უკან დაუბრუნა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რუს ტერორისტებს არც კი უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ შეძლებენ გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ან ფასების მორიგი კატასტროფის შექმნას. უკრაინული სურსათის ექსპორტი საკვანძო ფაქტორია სურსათის ბაზრის სტაბილურობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.