logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენაა
- +

4 აგვისტო. 2023. 21:08

უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენაა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობის გლობალური სამიტისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსული აგრესიის სამართლიანი დასრულება სარგებელს მოუტანს მსოფლიოში ყველას. უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენა. უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის რუსეთის მიერ შექმნილი ყველა საფრთხის აღმოფხვრა არის სიმშვიდის დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს გლობალური ცხოვრების სტაბილურობაა“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner