logo_geo
eng_logo
სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე: სტიქიის ზონაში 25 ადამიანის ძიება გაგრძელდება ღამის განმავლობაშიც, დრონების მეშვეობით. პროცესში ჩართულები არიან კინოლოგებიც
- +

4 აგვისტო. 2023. 21:33

"სტიქიის ზონაში 25 ადამიანის ძიება გაგრძელდება ღამის განმავლობაშიც, დრონების მეშვეობით. პროცესში ჩართულები არიან ასევე კინოლოგები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, სადაც მოდის ოპერატიული ინფორმაცია და ხდება ამაზე რეაგირება, "- ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ განაცხადა.

მთელი დღის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყვნენ შსს-ს სამაშველო ჯგუფები. 400 მაშველი მონაწილეობს სამუშაოებში, სტიქიის ზონის მთელ პერიმეტრზე. 210 მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს, 25 ადამიანთან ისევ ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილები, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს. დღეს დაიწყო პირველი ხიდის აღდგენითი სამუშაოები და გზის გაწმენდა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შეაფასა ადგილზე არსებული სიტუაცია. მისი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ჩაერთვებიან სამძებრო სამუშაოებში, რითაც დააჩქარებენ ამ პროცესს. ძიება გაგრძელდება ღამის განმავლობაშიც, დრონების მეშვეობით. პროცესში ჩართულები არიან ასევე კინოლოგები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, სადაც მოდის ოპერატიული ინფორმაცია და ხდება ამაზე რეაგირება“, - აცხადებს პარმენ მარგველიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner