საფრანგეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყრის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ.
„ვფიქრობთ სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.