logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება პარტია და სრულდება იქ, სადაც მთავრდება რესპუბლიკური პარტია
- +

6 სექტემბერი. 2016. 16:13



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკლეებს" რესურსი არ აქვთ, საერთო-სახალხო საქმეზე იზრუნონ.


ივანიშვილის თქმით, „რესპუბლიკელების" რეიტინგი ერთი პროცენტია და საზოგადოება მათ ადეკვატურად აფასებს.



რესპუბლიკურ პარტიას საზოგადოება უჩემოდაც მშვენივრად აფასებს. ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობითაც გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს, რაც აუცილებელია პარტიისათვის. ერთი პროცენტიც არ აქვთ რეიტინგი, რაც გამოკითხვებში ვნახეთ. კარგად აფასებს ხალხი რესპუბლიკური პარტიას. რაც ვთქვი, თავისუფალ დემოკრატებზე", ისეთ მწვავე ფორმებში არაა ეს პარტია სამეგობროდ ჩამოყალიბებული, თუმცა სახელმწიფოზე ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაცია და ვიღაც დამპყრობელი არცთუ ისე ცუდი კაცია. ასეთი გამონათქვამები ხშირად გვესმის მათგან და განათლებით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებას აკეთებენ და საზოგადოებაც ადეკვატურად პასუხობს. საერთო ჯამში, მათ არ აქვთ რესურსი, საერთო სახალხო საქმეზე და სახელმწიფოზე იფიქრონ. ახერხებენ ერთ ჯგუფში და მათ იდეალებში, ხოტბა შეასხან მათ იდეალებს. მათი პლუსი ჩვენი პარტნიორობის იყო, რომ ასაკიანი და თანმიმდევრული პარტიაა, მაგრამ სხვა დანარჩენი, თითქოს ხალხთან და სახელმწიფოზე ზრუნვას ცდილობენ და გვარწმუნებენ, რომ ზრუნავენ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან, თუმცა ეს მაგლითებით ვერ მტკიცდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner