logo_geo
eng_logo
„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში, ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა“ – რას ამბობს მოქალაქე, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა
- +

4 აგვისტო. 2023. 17:47

 

 

“კარგად ვართ, მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე, მარიამ ბერიანიძე წერს, რომელიც რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

 

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვნიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე, მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი – ისევე, როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი, წაიღო მეწყერმა. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ გადავრჩით და კარგად ვართ.

 

1 საათის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლობა ყველას მოკითხვისათვის. უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს!! და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ“, – წერს მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner