logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ყველა მორალური ფსკერი გახიეთ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და მედიამ. ზოგი დღეს აქციას მართავს
- +

4 აგვისტო. 2023. 17:52

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

სააკაშვილის მამამ ეს ფოტო დადო, კახეთში წყალდიდობის დროს წყალში რომ შევიდა. რა ქნა, პირადად გამოიყვანა ვინმე? აბა რატომ შევიდა, სურათის გადასაღებად? იქნებ ის ფოტოებიც დადოთ მისმა მომხრეებმა, აქედან პირდაპირ საშოპინგედ მილანში რომ გაფრინდა და არა უბრალოდ მდიდრების, მილიარდერების მაღაზიები შემოიარა?! მოიძიეთ for.ge-ს ჟურნალისტური გამოძიება.

 

ყველა მორალური ფსკერი გახიეთ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და მედიამ. ზოგი დღეს აქციას მართავს. ამათთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ტრაგედიის დროს ქცევას აქვს დაუწერელი ეთიკა, რაც ბევრისთვის უცხო ხილია. უამრავ ოჯახში ტრაგედია ტრიალებს. წესით ყველა უნდა ვიზიარებდეთ. როგორც თქვენ ეძახით, ასეთ დროს პოლიტიკის კეთების დროა?

 

ამ ფოტოსთვის უარეს პასუხს იმსახურებდით, თუმცა სხვა დროს. საერთიდ აღარ ვაპირებდი რაიმეს დაწერას, მაგრამ ტიპმა ცხედრების, დაღუპული სამხედროების და მოქალაქეების გამისვენებაზე არ იზრუნა და მეორე დღეა სააკაშვილის მოგონებებს გვატენით, "მიშა ასე იზამდა", "მიშა ისე იზამდა..." შევიდოდა მუხლებამდე ტალახში, დაღვრიდა ნიანგის ცრემლებს, გამოვიდოდა, დაიბანდა და გაფრინდებოდა მილანში.

 

კიდევ ერთი. ახლა აგიტყდათ კვლევების გამოქვეყნება. თან მდინარეების და ხეობების სახელები ვერ გაგირკვევიათ. მთელი საქართველოს მთიანი რაიონები წითელი ზონებია, ყველა საფრთხის შემცველია. რა უნდა ქნან? მაგ კვლევებს რჩევებიც მოაყოლეთ, სად გადაასახლონ მთის ხალხი.

 

გაჩეხვა და გეგმიური ჭრა გაარკვიეთ და ისე მიაწოდეთ ხალხს.

 

სიტყვას მოყვა და ერთსაც დავამატებ. ვინც 30 წელი ტყეს უკანონოდ, ან ისე ჩეხავთ, რომ ბუნებას აზიანებს და ახლის გაშენებაზე არ ზრუნავს, ყველა მოგიკითხეთ! ნებართვების გამცემებსაც გეხებათ, ოღონდ მათ, ვინც აღსრულებას და გარემოს დაცვას არ აკონტროლებთ, ან არ აკონტროლებდით. განსაკუთრებულად გეხებათ ჩინელებს ვინც 49 წლით ტყე გასაჩეხად გადაეცით.

 

კვლევებს 2013-დან რომ აქვეყნებთ, ადრინდელიც დადეთ და ვინ დააზიანა კანონი და ვინ გაამკაცრა, ისიც დაწერეთ. ისიც დაწერეთ, ვის აქვს ხე-ტყის ბიზნესი და მათგან მთაში რამდენი ცხოვრობს, თავის თავს რომ უთხრიან ძირს... აბა მიდით და შეეხეთ, რა ამბავი ატყდება. ს ანწთი ძლივს დაამშვიდეს”, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner