"ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი (და არა მეუღლე) ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას. ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ კუთხის და მხარის მიმართ. გუშინ, სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე, ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება, რაც დღეს გვაქვს სახეზე. ის სპეკულაციები მეც ვნახე. მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
„TV პირველს“ მინდა მივმართო, რომ ხართ სამარცხვინოები, როდესაც ასეთი ტრაგედიის, უბედურების ფონზე ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. ასაუბრებთ ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, ეძებს თავისი ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ, თითქოს ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და ისე დატოვეს ტერიტორია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი“.