"დაახლოებით, 25 ადამიანი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება. ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მაქსიმალური კოორდინაციით ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ ცოცხალი. ჩვენი ეკიპაჟები მობილიზებულები არიან ონში და სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს. ისინი სამედიცინო დახმარებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე - დაკარგულთა ოჯახის წევრებს, "- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სტიქიის ზონიდან, ვერტმფრენის საშუალებით, 210 ადამიანი და მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, უვნებლად გამოიყვანეს. მინისტრის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, უმეტესობა უკვე საკუთარ სახლშია და არც დამატებითი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია სამაშველო სამუშაოებში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.