logo_geo
eng_logo
Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გაუქმდა
- +

4 აგვისტო. 2023. 23:49

Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გაუქმდა. ინფორმაცია ამის შესახებ Black Sea Arena-ს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ.

ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner