logo_geo
eng_logo
გიორგი ხუციშვილი: 03.08.2023 15:05 ესაა პირველი კადრები, რაც გადავიღე
- +

5 აგვისტო. 2023. 01:10

 

 

"03.08.2023 15:05 ესაა პირველი კადრები, რაც გადავიღე. პირველ ვიდეოში სასტუმროს უკანა მხარეს ვიყავით, საიდანაც მეწყერი ჩამოწვა. რაც პირველ კადრებში ჩანს აღარაფერი არსებობს. არც ეგ ხეები, არც უკანა შენობა და არც ჰამაკი, რომელშიც ანა იჯდა ამ კადრებამდე რამდენიმე წამის წინ. მარცხენას მაგივრად მარჯვნივ რომ გავქცეულიყავით, ჩვენც იმ მიწის ქვეშ ვიქნებოდით ახლა. საშინელი ხმა იყო. ვიფიქრე, რამე ბომბდამშენები მოდიან ჩვენ თავზე-თქო, კამერა ჩავრთე და ცას მივუშვირე. მეორე ვიდეოში უკვე ქვემოთ ვარ გამოქცეული. რა ადგილიდანაც ვიღებ, რამდენიმე წამში მანდაც შემოვარდა მიწა და ორივე მხრიდან მოგვიმწყვდია" - წერს გიორგი ხუციშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს ავრცელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner