შოვში, სადაც 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა, ავიაციამ მუშაობა განაახლა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკაც.
შოვში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა, გრძელდება. ძებნა-შველის სამუშაოებში მონაწილეობენ მეხანძრე-მაშველები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალები.
ამასთანავე, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ შოვისკენ გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული