„არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი!!!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს.
მისი თქმით, სიმართლეა შემდეგი - 3 აგვისტოს, მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა. ბიძგმა გამოიწვია მყინვარზე ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით 15:00 საათზე მოწყდა, დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა და მყინვარის მიერ წამოლეკილმა მასამ მიაღწია დაახლოებით 8-10 წუთში.
„ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია არ გაატაროთ და არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი!!!
სიმართლე არის შემდეგი - 3 აგვისტოს, მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა. ბიძგმა გამოიწვია მყინვარზე ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით მოწყდა 15:00 საათზე, ხოლო დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა და მყინვარის მიერ წამოლეკილმა მასამ მიაღწია დაახლოებით 8-10 წუთში. ეს არის სიმართლე - ამ სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო!!!“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.